Wednesday, April 21, 2010


ახალქალაქი, ქალაქი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, მდინარეებს ფარავანსა და მურჯახეთისწყალს შორის, [[ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე, ახალციხიდან 74 კმ. ახალქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს11.
მოსახლეობა 9,8 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ახალქალაქში არის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია.
ისტორია [რედაქტირება]
ადრე შუა საუკუნეების ბოლოს აქ იყო სოფელი. ქალაქი დაფუძნდა 1064 წელს. XI საუკუნეში ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი გახდა. XV საუკუნეში იგი მთლიანად იქნა დანგრეული, აღსდგა XVII საუკუნეში. XVI საუკუნეში ოსმალეთმა დაიპყრო. 1828 წელს რუს-ქართველთა სამხედრო ნაწილებმა ქალაქი გაათავისუფლეს. მისი შემოერთების შემდეგ მაჰმადიანი ქართველები გაასახლეს თურქეთში და მათ ადგილზე არზრუმის ვილაიეთიდან სომხები ჩამოიყვანეს.
ღირსშესანიშნაობები [რედაქტირება]
ქალაქის ტერიტორიაზე შემორჩენილია წინაანტიკური პერიოდის ნამოსახლარი, გალავანი, ციხე-კოშკები, ეკლესია, ქარვასლა.